არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გაკვეთილი 6

დავითს არაფრის ეშინოდა

დავითს არაფრის ეშინოდა

რას აკეთებ მაშინ, როცა რამის გეშინია? ~ შეიძლება დახმარებისთვის დედიკოსთან და მამიკოსთან გარბიხარ. თუმცა არის კიდევ ერთი პიროვნება, ვისაც შენი დახმარება შეუძლია. ის ყველაზე ძლიერია. იცი, ვინ არის ის? ~ მართალია, იეჰოვა ღმერთი. მოდი, ახლა ვისაუბროთ პატარა ბიჭზე. მას დავითი ჰქვია. დავითმა იცოდა, რომ იეჰოვა ყოველთვის დაეხმარებოდა, ამიტომ არაფრის ეშინოდა.

მშობლები პატარაობიდანვე ასწავლიდნენ დავითს, ჰყვარებოდა იეჰოვა. ეს დაეხმარა მას, არ შეშინებოდა მაშინაც კი, როცა ამის არაერთი მიზეზი ჰქონდა. დავითმა იცოდა, რომ იეჰოვა მისი მეგობარი იყო და ის დაეხმარებოდა. ერთხელ, როდესაც დავითი ცხვარს მწყემსავდა, ფარას ლომი დაესხა თავს და ცხვარი გაიტაცა. იცი, რა გააკეთა დავითმა? ის დაედევნა ლომს და როგორც ჩანს, შიშველი ხელებით მოკლა. შემდეგ, როდესაც ცხვარს დათვი დაესხა თავს, დავითმა ისიც მოკლა. ვინ ეხმარებოდა დავითს? ~ მართალია, იეჰოვა.

ერთხელ, როდესაც ისრაელები ფილისტიმელებს ებრძოდნენ, დავითმა განსაკუთრებული სიმამაცე გამოავლინა. ერთი ფილისტიმელი მეომარი ძალიან მაღალი იყო. ამ ბუმბერაზს გოლიათი ერქვა. ის დასცინოდა იეჰოვასა და ისრაელ მეომრებს და მათ საბრძოლველად იხმობდა. მაგრამ მასთან შებრძოლების ყველას ეშინოდა. ეს რომ დავითმა გაიგო, გოლიათს უთხრა: „შეგებრძოლები და იეჰოვას დახმარებით დაგამარცხებ!“. რას იტყვი, უშიშარი იყო დავითი? ~ მართალია, ის ძალიან მამაცი იყო. გაინტერესებს, რა მოხდა შემდეგ?

დავითმა აიღო შურდული, ხუთი ქვა და გოლიათთან შესაბრძოლებლად გაემართა. როდესაც გოლიათმა პატარა დავითი დაინახა, მას დაცინვა დაუწყო. დავითმა მას უთხრა: „შენ მახვილით გამოდიხარ, მე კი იეჰოვას სახელით“. ამის შემდეგ შურდული მოიმარჯვა, გაიქცა გოლიათისკენ და ქვა შიგ შუბლში მოარტყა. გოლიათი მიწაზე მკვდარი დაენარცხა. შეშინებული ფილისტიმელები უკანმოუხედავად გაიქცნენ. როგორ შეძლო დავითმა გოლიათის დამარცხება? ~ მას იეჰოვა დაეხმარა; იეჰოვა კი გოლიათზე ბევრად ძლიერი იყო.

დავითს არ ეშინოდა, რადგან იცოდა, რომ იეჰოვა დაეხმარებოდა

რას სწავლობ დავითის შემთხვევიდან? ~ იეჰოვა ყველაზე ძლიერია და ის შენი მეგობარია. ამიტომ, როდესაც რამის შეგეშინდება, გახსოვდეს, იეჰოვა დაგეხმარება, რომ მამაცი იყო.

წაიკითხე შენს ბიბლიაში