არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

კითხვა 10

რაში დამეხმარება ბიბლიური ცოდნა?

რაში დამეხმარება ბიბლიური ცოდნა?

რატომ ღირს დაფიქრება

ბიბლიაში ნათქვამია: „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული“ (2 ტიმოთე 3:16). თუ ეს ნამდვილად ასეა, გამოდის, რომ ბიბლიას შეუძლია სანდო ხელმძღვანელობა გაგიწიოს.

როგორ მოიქცეოდი?

წარმოიდგინე, რომ ერთი ბიჭი, პირობითად დათო, მანქანით მისთვის სრულიად უცხო ადგილას აღმოჩნდა. იგი მიხვდა, რომ რაღაც მომენტში სწორ გზას ასცდა.

დათოს ადგილას შენ როგორ მოიქცეოდი?

შეჩერდი და დაფიქრდი!

რამდენიმე არჩევანი გაქვს:

  1. 1. ვინმეს სთხოვო, სწორი გზა გაჩვენოს.

  2. 2. ისარგებლო რუკით ან GPS მოწყობილობით.

  3. 3. სვლა განაგრძო იმ იმედით, რომ როგორღაც გაიკვლევ გზას.

თუ მესამე ვარიანტს აირჩევ, არც ისე გონივრულად მოიქცევი.

მეორე ვარიანტი პირველს სჯობია, რადგან რუკა და GPS მოწყობილობა მთელი მგზავრობის განმავლობაში თან გექნება და დაგეხმარება დანიშნულების ადგილამდე მისვლაში.

იმავეს თქმა შეიძლება ბიბლიაზეც.

ბიბლია, რომელიც ყველაზე გავრცელებული წიგნია, დაგეხმარება:

  • გაუმკლავდე ცხოვრებისეულ სირთულეებს.

  • კარგად გაიცნო საკუთარი თავი და უკეთეს პიროვნებად ჩამოყალიბდე.

  • აირჩიო ცხოვრების საუკეთესო გზა.

პასუხები უმნიშვნელოვანეს კითხვებზე

იმ წუთიდან, რაც ენა ამოვიდგით, ასეთ კითხვებს ვსვამდით:

  • რატომ არის ცა ლურჯი?

  • საიდან გაჩნდნენ ვარსკვლავები?

ცოტა რომ წამოვიზარდეთ, უფრო სერიოზული კითხვები გაგვიჩნდა:

ალბათ, გაგიკვირდება, თუ გაიგებ, რომ ამ კითხვებზე პასუხები ყოველთვის იყო ბიბლიაში.

ბევრი ამბობს, რომ ბიბლია მითებისა და ლეგენდების წიგნია. მათი აზრით, ის მოძველებული და ძნელად გასაგებია. მაგრამ მართლა ასეთი წიგნია ბიბლია, თუ ეს უბრალოდ ადამიანების არასწორი შეხედულებაა?

მაგალითად, ხალხის აზრით, ბიბლიაში წერია, რომ ღმერთი მართავს მსოფლიოს. მაგრამ შეესაბამება ეს სინამდვილეს? დღევანდელი ქვეყნიერება ხომ უმართავია?! ადამიანებს მუდამ თან სდევთ ტკივილი და ტანჯვა; ავადმყოფობა და სიკვდილი. ბევრი გაუბედურებულია და სიღატაკეში ცხოვრობს. როგორ შეიძლება ამ ყველაფრის უკან მოსიყვარულე ღმერთი იდგეს?

გინდა, იცოდე სიმართლე? შეიძლება გაგაოცოს იმან, რასაც ბიბლია ზემოხსენებულ საკითხზე ამბობს!

ალბათ, შენიშნე, რომ ეს ბროშურა ბიბლიაზეა დაფუძნებული. იეჰოვას მოწმეებს სჯერათ, რომ ბიბლია არის წიგნი, რომელსაც შეუძლია ადამიანს სანდო მეგზურობა გაუწიოს, რადგან „ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა სასწავლებლად, შესაგონებლად, გამოსასწორებლად“ (2 ტიმოთე 3:16, 17). ასე რომ, ნამდვილად ღირს ამ უძველესი, მაგრამ დღემდე პრაქტიკული წიგნის გამოკვლევა!