არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 2

ღმერთმა შექმნა პირველი კაცი და ქალი

ღმერთმა შექმნა პირველი კაცი და ქალი

იეჰოვამ გააშენა ბაღი ერთ ადგილზე, რომელსაც ედემი ეწოდებოდა. ბაღი სავსე იყო ყვავილებით, ხეებითა და ცხოველებით. შემდეგ ღმერთმა პირველი კაცი, ადამი შექმნა მიწის მტვრისაგან. იეჰოვამ მას ბაღის მოვლა-პატრონობა და ცხოველებისთვის სახელების დარქმევა დაავალა.

ღმერთმა ადამს უთხრა, რომ ყველა ხის ნაყოფის ჭამა შეეძლო, გარდა ერთისა. მან გააფრთხილა ის, რომ თუ შეჭამდა აკრძალული ხის ნაყოფს, მოკვდებოდა.

მოგვიანებით იეჰოვამ გადაწყვიტა, კაცისთვის დამხმარე შეექმნა. მან ადამი ღრმად დააძინა, მძინარეს ნეკნი გამოუღო და ამ ნეკნისგან ცოლი შეუქმნა. ამან იმდენად გაახარა ადამი, რომ აღფრთოვანებულმა წამოიძახა: „აი, ძვალი ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი!“ ადამმა ქალს ევა დაარქვა. ასე შექმნა ღმერთმა პირველი ოჯახი.

იეჰოვამ ადამსა და ევას უთხრა, გაეჩინათ შვილები და აევსოთ დედამიწა. ღმერთს სურდა, რომ მათ მთელი დედამიწა სამოთხედ გადაექციათ, ისეთივე ლამაზ ბაღად, როგორიც ედემის ბაღი იყო. მაგრამ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. გაინტერესებს, რა მოხდა? ამას მომდევნო მოთხრობიდან გავიგებთ.

„შემოქმედმა დასაწყისში კაცად და ქალად შექმნა ისინი“ (მათე 19:4)