არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 3

ადამი და ევა არ დაემორჩილნენ ღმერთს

ადამი და ევა არ დაემორჩილნენ ღმერთს

ერთხელ, როდესაც ევა მარტო იყო, გველი მივიდა მასთან და უთხრა: მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის ყველა ხიდან არ ჭამოთო? ევამ მიუგო: ღმერთმა გვითხრა, რომ შეგვიძლია ყველა ხის ნაყოფი ვჭამოთ, გარდა ერთისა. თუ იმ ხის ნაყოფს შევჭამთ, მოვკვდებით. ამაზე გველმა უთხრა: არ მოკვდებით. პირიქით, თუ შეჭამთ, ღმერთივით გახდებით. მართალს ამბობდა გველი? არა, ის იტყუებოდა. მაგრამ ევამ დაიჯერა ეს ტყუილი. რაც უფრო დიდხანს უყურებდა ევა ხეს, მით უფრო უნდებოდა მისი ნაყოფი. ბოლოს მან შეჭამა ის და ადამსაც აჭამა. ადამმა კარგად იცოდა, რომ თუ ღმერთს არ დაემორჩილებოდნენ, ორივენი დაიხოცებოდნენ. მაგრამ მან მაინც შეჭამა აკრძალული ნაყოფი.

იმავე დღეს, მოგვიანებით, იეჰოვამ ჰკითხა ადამსა და ევას: რატომ არ დამემორჩილეთ? ადამმა დანაშაული ევას გადააბრალა, ევამ — გველს. ურჩობის გამო ღმერთმა ისინი ედემის ბაღიდან გააძევა. შემდეგ იეჰოვამ ბაღის შესასვლელთან ცეცხლოვანი მახვილი და ანგელოზები დააყენა, რათა ისინი ვეღარასოდეს დაბრუნებულიყვნენ უკან, ედემის ბაღში.

იეჰოვამ თქვა, რომ მასაც დასჯიდა, ვინც ევა მოატყუა. სინამდვილეში, ევას გველი არ დალაპარაკებია. იეჰოვას გველი ლაპარაკის უნარით არ შეუქმნია. ეს იყო ბოროტი ანგელოზი, რომელმაც გველი აალაპარაკა. მან ეს იმიტომ გააკეთა, რომ ევა მოეტყუებინა. ამ ცუდ ანგელოზს სატანა ეშმაკი ჰქვია. მომავალში იეჰოვა გაანადგურებს სატანას, რომ მან ვეღარ შეძლოს ადამიანების მოტყუება. ის ვეღარ ჩაადენინებს ადამიანებს ცუდ საქმეებს.

„[ეშმაკი] თავიდანვე კაცისმკვლელი იყო და ჭეშმარიტებაში არ დადგა, რადგან არ არის მასში ჭეშმარიტება“ (იოანე 8:44)