არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 5

ნოეს კიდობანი

ნოეს კიდობანი

დროთა განმავლობაში დედამიწაზე ადამიანების რიცხვმა მოიმატა. უმეტესობა ბოროტი იყო. ზოგიერთი ანგელოზიც ბოროტი გახდა. მათ დატოვეს ზეცაში თავიანთი ადგილი და დედამიწაზე ჩამოვიდნენ. იცი, რატომ მოიქცნენ ასე? იმიტომ, რომ ადამიანის სხეული მიეღოთ და ქალები მოეყვანათ ცოლად.

ანგელოზებსა და ქალებს ვაჟები შეეძინათ. ისინი ძალიან ძლიერები და ბოროტები იყვნენ და ხალხს ჩაგრავდნენ. იეჰოვა არ დაუშვებდა, რომ ეს დიდხანს გაგრძელებულიყო. ამიტომ გადაწყვიტა, ბოროტები წარღვნით გაენადგურებინა.

იმ დროს ცხოვრობდა ერთი კაცი, რომელიც ყველასგან განსხვავდებოდა. მას უყვარდა იეჰოვა. ამ კაცს ნოე ერქვა. ნოეს ჰყავდა ცოლი და სამი ვაჟი — სემი, ქამი და იაფეთი; მის შვილებსაც ჰყავდათ ცოლები. იეჰოვამ უთხრა ნოეს, აეშენებინა დიდი კიდობანი, რათა წარღვნის დროს ის და მისი ოჯახი ცოცხლები დარჩენილიყვნენ. კიდობანი არის უზარმაზარი ყუთი, რომელსაც შეუძლია წყალზე ტივტივი. იეჰოვამ ნოეს ისიც უთხრა, რომ კიდობანში ბევრი ცხოველი შეეყვანა, რათა ისინიც გადარჩენილიყვნენ.

ნოე მაშინვე შეუდგა კიდობნის მშენებლობას. ის და მისი ოჯახი დაახლოებით 50 წელი აშენებდნენ კიდობანს. მათ ზუსტად ისე ააგეს კიდობანი, როგორც იეჰოვამ უთხრა. მშენებლობის პერიოდში ნოე ხალხს აფრთხილებდა წარღვნის შესახებ, მაგრამ ყურს არავინ უგდებდა.

ბოლოს დადგა კიდობანში შესვლის დრო. მოდი, ვნახოთ, რა მოხდა ამის მერე.

„როგორც ნოეს დროს იყო, ისევე იქნება მაშინ, როცა კაცის ძე მოსული იქნება“ (მათე 24:37)