არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 6

წარღვნას რვა ადამიანი გადაურჩა

წარღვნას რვა ადამიანი გადაურჩა

ნოე თავის ოჯახთან ერთად კიდობანში შევიდა და ცხოველებიც შეიყვანა. იეჰოვამ დაკეტა კიდობნის კარი და თავსხმა წვიმაც წამოვიდა. წყლის დონემ ისე მოიმატა, რომ კიდობანმა ტივტივი დაიწყო. საბოლოოდ მთელი დედამიწა წყლით დაიფარა. კიდობნის გარეთ დარჩენილი ბოროტი ადამიანები დაიღუპნენ. ნოე და მისი ოჯახის წევრები კი უსაფრთხოდ იყვნენ კიდობანში. წარმოიდგინე, რა გახარებულები იქნებოდნენ ისინი, რომ დაემორჩილნენ იეჰოვას!

40 დღე და ღამე გადაუღებლად წვიმდა; შემდეგ კი შეწყდა წვიმა. წყალმა ნელ-ნელა იკლო. ბოლოს კიდობანი მთებზე გაჩერდა, მაგრამ წყალი ჯერ კიდევ ბევრი იყო, რის გამოც ნოე და მისი ოჯახი კიდობნიდან ვერ გადმოვიდნენ.

წყალი თანდათან დაშრა. ნოესა და მის ოჯახს კიდობანში ერთ წელზე მეტხანს მოუწიათ ყოფნა. ბოლოს იეჰოვამ უთხრა მათ, რომ გამოსულიყვნენ კიდობნიდან. ისინი ძალიან მადლიერები იყვნენ, რომ ღმერთმა გადაარჩინა და ამის გამო იეჰოვას მსხვერპლი შესწირეს.

ღმერთს მოეწონა მათი შესაწირავი. მან თქვა, რომ აღარასდროს გაანადგურებდა ადამიანებს წარღვნით. პირობის ნიშნად იეჰოვამ ცაზე ცისარტყელა გამოაჩინა. გინახავს ცისარტყელა?

ბოლოს იეჰოვამ უთხრა ნოესა და მის ოჯახს, გაეჩინათ შვილები და აევსოთ დედამიწა.

„ვიდრე ნოე კიდობანში შევიდოდა, [ხალხს] არაფერი ანაღვლებდა, სანამ წარღვნა არ მოვიდა და ყველა არ წალეკა“ (მათე 24:38, 39)