არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 7

ბაბილონის კოშკი

ბაბილონის კოშკი

წარღვნის შემდეგ ნოეს ვაჟებსა და მათ ცოლებს ბევრი შვილი შეეძინათ. მათი შთამომავლობა გამრავლდა. ხალხმა დედამიწის სხვადასხვა მხარეში დაიწყო ცხოვრება, როგორც ეს იეჰოვას ჰქონდა ნათქვამი მათთვის.

მაგრამ ყველა ადამიანი არ ემორჩილებოდა იეჰოვას. ერთხელაც მათ თქვეს: მოდი ავიშენოთ ქალაქი და არ გავიფანტოთ. ავაგოთ კოშკი, რომლის წვერიც ცას მისწვდება და სახელი გავითქვათ.

იეჰოვას არ მოეწონა, რასაც ეს ხალხი აკეთებდა. ამიტომ გადაწყვიტა, შეეჩერებინა ისინი. იცი, რა გააკეთა ღმერთმა? მან ხალხი სხვადასხვა ენაზე აალაპარაკა. მათ აღარ ესმოდათ ერთმანეთის ლაპარაკი, ამიტომ შეწყვიტეს მშენებლობა. ქალაქს, რომელსაც ისინი აშენებდნენ, ბაბელი ეწოდა, რაც „არევ-დარევას“ ნიშნავს. ამის შემდეგ ხალხი დედამიწის სხვადასხვა მხარეში გაიფანტა. სამწუხაროდ, ისინი არ გამოსწორდნენ და სადაც დასახლდნენ, იქაც განაგრძეს ცუდი საქმეების კეთება. დარჩა ვინმე იეჰოვას ერთგული დედამიწაზე? ამას შემდეგი მოთხრობიდან გავიგებთ.

„ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს დაიმდაბლებს, ამაღლდება“ (ლუკა 18:14)