არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 9

დაპირებული ვაჟი

დაპირებული ვაჟი

აბრაამი და სარა დიდი ხნის ცოლ-ქმარი იყვნენ, როცა დატოვეს ქალაქ ურში კარგი სახლი და კარვებში ცხოვრება დაიწყეს. მაგრამ სარა ამაზე არასოდეს წუწუნებდა, რადგან მთელი გულით ენდობოდა იეჰოვას.

სარას ისე ძალიან უნდოდა შვილი, რომ აბრაამს უთხრა: თუ ჩემი მსახური, აგარი გაგიჩენს შვილს, ჩემს შვილად მივიღებ. გარკვეული ხნის შემდეგ აბრაამსა და აგარს ეყოლათ ვაჟი, რომელსაც ისმაელი დაარქვეს.

გავიდა რამდენიმე წელი. ერთხელ, როცა აბრაამი 99 წლის იყო და სარა 89-ის, მათ სამი სტუმარი ეწვია. აბრაამმა ისინი ხის ჩრდილში დასვა და სუფრა გაუშალა. იცი, ვინ იყვნენ აბრაამის სტუმრები? ისინი ანგელოზები იყვნენ. მათ უთხრეს აბრაამს: მომავალ წელს, ზუსტად ამ დროს შენ და შენს ცოლს შვილი გეყოლებათ. სარა ამ დროს კარავში იყო და ყველაფერი ესმოდა. ამ სიტყვების გაგონებაზე მას ჩუმად ჩაეცინა და გაიფიქრა: ნუთუ მართლა მეყოლება შვილი ამ ხნის ქალს?

ერთი წლის შემდეგ სარას ვაჟი შეეძინა, როგორც ეს ანგელოზებს ჰქონდათ ნათქვამი. აბრაამმა შვილს ისაკი დაარქვა. ისაკი ნიშნავს „სიცილს“.

ისაკი დაახლოებით ხუთი წლის იყო, როცა სარამ დაინახა, რომ ისმაელი დასცინოდა მის ვაჟს. თავისი შვილი რომ დაეცვა, მან აბრაამს უთხრა, აგარი და ისმაელი სახლიდან გაეშვა. თავიდან აბრაამს არ უნდოდა ამის გაკეთება, მაგრამ იეჰოვამ უთხრა მას: დაუჯერე სარას. მე ვიზრუნებ ისმაელზე. ჩემი დანაპირები ისაკის მეშვეობით შესრულდება.

„რწმენით სარამ . . . ძალა მიიღო თესლის გასანაყოფიერებლად, რადგან ერთგულად მიაჩნდა ის, ვინც დაჰპირდა“ (ებრაელები 11:11)