არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 12

იაკობმა მიიღო მემკვიდრეობა

იაკობმა მიიღო მემკვიდრეობა

ისაკი 40 წლის იყო, როცა რებეკა მოიყვანა ცოლად. მას ძალიან უყვარდა თავისი მეუღლე. გავიდა დრო და მათ ორი ტყუპი შეეძინათ.

უფროს ბიჭს ესავი ერქვა, უმცროსს — იაკობი. ესავს გარეთ ყოფნა და ნადირობა უყვარდა, იაკობი კი ძირითადად დროს სახლში ატარებდა.

იმდროინდელი წესის მიხედვით, მამის სიკვდილის შემდეგ, მიწებისა და ფულის დიდი ნაწილი უფროს ვაჟს რჩებოდა. ამას მეორენაირად მემკვიდრეობა ჰქვია. ისაკის ოჯახისთვის მემკვიდრეობაში აგრეთვე შედიოდა აბრაამისთვის დაპირებული იეჰოვას კურთხევები. ესავს საერთოდ არ აინტერესებდა ღვთის ეს დაპირებები, იაკობს კი ნამდვილად ესმოდა მათი ფასი.

ერთხელ, დიდი ხნის ნადირობის შემდეგ, ესავი შინ დაღლილი დაბრუნდა. როგორც კი შევიდა სახლში, გემრიელი საჭმლის სუნი ეცა, რომელსაც იაკობი ამზადებდა. მან უთხრა იაკობს: შიმშილისგან გული მიმდის! მაჭამე ეგ წითელი საჭმელი. იაკობმა უპასუხა: გაჭმევ, ოღონდ ჯერ დამპირდი, რომ შენს მემკვიდრეობას მე მომცემ. ესავმა უთხრა: რაში მჭირდება მემკვიდრეობა, შენი იყოს! მშია, მაჭამე. შენი აზრით, ჭკვიანურად მოიქცა ესავი? რა თქმა უნდა, არა. მან ძალიან ძვირფასი რამ ერთ ჯამ საჭმელში გაცვალა.

გავიდა დრო და ისაკი მოხუცდა. დადგა დრო, რომ მას თავისი უფროსი ვაჟი ეკურთხებინა. მაგრამ რებეკას დახმარებით, მათმა უმცროსმა ვაჟმა, იაკობმა მიიღო მამისგან კურთხევები. როცა ეს ამბავი ესავმა შეიტყო, ძალიან გაბრაზდა და გადაწყვიტა, მოეკლა თავისი ძმა. ისაკსა და რებეკას შეეშინდათ და იაკობს უთხრეს, ბიძამისთან, ლაბანთან, წასულიყო და იქ დარჩენილიყო მანამ, სანამ ესავს ბრაზი გადაუვლიდა. იაკობმაც დაუჯერა მშობლებს და დედამისის ძმასთან გაიქცა.

„რას არგებს კაცს, თუ მთელ ქვეყნიერებას შეიძენს, სულს კი დაკარგავს? ანდა რას გაიღებს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ?“ (მარკოზი 8:36, 37)