არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 36

იფთახის აღთქმა

იფთახის აღთქმა

ისრაელებმა ისევ უღალატეს იეჰოვას და ცრუ ღმერთების თაყვანისცემა დაიწყეს. იმ პერიოდში მათ ამონელები ჩაგრავდნენ, მაგრამ ისრაელებს ცრუ ღმერთები ვერ შველოდნენ. ამონელები მათ წლების განმავლობაში ტანჯავდნენ. ბოლოს იეჰოვას შესთხოვეს: შევცოდეთ შენ წინაშე, ღმერთო. გევედრებით, მოგვაშორე მტრები! ისრაელებმა მოიშორეს კერპები და იეჰოვასკენ მობრუნდნენ. იეჰოვასაც შეებრალა ისინი და გადაწყვიტა, ეხსნა თავისი ხალხი.

ხალხმა წინამძღოლად ძლიერი მებრძოლი, იფთახი აირჩია, რომ ამონელებს შებრძოლებოდნენ. იფთახმა უთხრა ღმერთს: თუ ამ ბრძოლაში გამამარჯვებინებ, გპირდები, როცა სახლში დავბრუნდები, ვინც პირველი გამომეგებება, შენ მოგიძღვნი. იეჰოვამ შეისმინა იფთახის ლოცვა და გამარჯვება მოაპოვებინა.

როცა იფთახი შინ დაბრუნდა, სახლიდან თავისი ერთადერთი შვილი გამოეგება. ის ცეკვა-ცეკვით და დაირაზე დაკვრით შეეგება მამას. საინტერესოა, რას იზამდა იფთახი. მას კარგად ახსოვდა თავისი დანაპირები და ერთადერთი ქალიშვილის დანახვაზე წამოიძახა: ვაიმე, შვილო! ეს რა მიყავი! მაგრამ იეჰოვას სიტყვა მივეცი და უნდა შევასრულო. შილოში უნდა გაგგზავნო კარავში მსახურებისთვის. ქალიშვილმა მიუგო: მამა, თუ აღთქმა დაუდე იეჰოვას, უნდა შეასრულო. მაგრამ ერთ რამეს გთხოვ: ორი თვით გამიშვი მთებში ჩემს დობილებთან ერთად, შემდეგ კი წავალ შილოში. იფთახის ქალიშვილი სიცოცხლის ბოლომდე კარავში ერთგულად მსახურობდა. მისი მეგობრები ყოველ წელს ადიოდნენ მის სანახავად.

„ვისაც ვაჟი ან ასული უყვარს ჩემზე მეტად, არც ის არის ჩემი ღირსი“ (მათე 10:37)