არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 48

ქვრივის ვაჟი გაცოცხლდა

ქვრივის ვაჟი გაცოცხლდა

გვალვის პერიოდში იეჰოვამ ელიას უთხრა, სარეფთაში წასულიყო, სადაც ერთი ქვრივი ქალი გამოკვებავდა. ქალაქის ჭიშკართან რომ მივიდა, ელიამ დაინახა ღარიბი ქვრივი, რომელიც შეშას აგროვებდა და მას ერთი ჭიქა წყალი სთხოვა. როცა ქალი წყლის მოსატანად წავიდა, ელიამ დაუძახა: გთხოვ, ერთი ნაჭერი პურიც წამომიღე. ქალმა მიუგო: პური აღარ მაქვს, ცოტა ფქვილი და ზეთი დამრჩა ჩემთვის და ჩემი ბიჭისთვის. ელიამ უთხრა მას: იეჰოვა გპირდება, რომ, თუ პურს მომიტან, სახლში ფქვილი და ზეთი არ გამოგელევა, სანამ წვიმა არ მოვა.

ქალიც მივიდა სახლში და იეჰოვას წინასწარმეტყველს პური გამოუცხო. როგორც იეჰოვამ თქვა, ქვრივსა და მის ვაჟს არ გამოლევიათ საჭმელი გვალვის პერიოდში. მისი ფქვილისა და ზეთის ქილები მუდამ სავსე იყო.

შემდეგ საშინელი რამ მოხდა — ქვრივის ვაჟი ავად გახდა და მოკვდა. ქვრივი ევედრებოდა ელიას, რომ დახმარებოდა. ელიამ ბიჭი ხელში აიყვანა, ზედა სართულზე ავიდა, დააწვინა საწოლზე და ილოცა: იეჰოვა, გთხოვ გააცოცხლე ეს ბავშვი. იცი, რატომ იყო ელიას ეს თხოვნა უცნაური? იმიტომ რომ, რამდენადაც ცნობილია, მანამდე მკვდარი არ გაცოცხლებულა. თანაც არც ქვრივი და არც მისი ვაჟი არ იყვნენ ისრაელები.

მიუხედავად ამისა, ღმერთმა გააცოცხლა ბიჭი. ელიამ უთხრა ქვრივს: აი, ცოცხალია შენი შვილი! უზომოდ გახარებულმა ქალმა ელიას უთხრა: შენ ნამდვილად ღვთის კაცი ხარ, რადგან მხოლოდ იმას ლაპარაკობ, რასაც იეჰოვა გეუბნება.

„დააკვირდით ყორნებს: ისინი არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღელი აქვთ და არც საკუჭნაო, მაგრამ ღმერთი ასაზრდოებს მათ. თქვენ კი რამდენად უფრო ძვირფასები ხართ ფრინველებზე?“ (ლუკა 12:24)