არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 70

ანგელოზები იესოს დაბადებას აცხადებენ

ანგელოზები იესოს დაბადებას აცხადებენ

რომის იმპერიის მმართველმა, კეისარმა ავგუსტუსმა, ქვეყანაში მოსახლეობის აღწერის ბრძანება გასცა. ყველა იუდეველი თავის მშობლიურ ქალაქში უნდა წასულიყო და აღწერა გაევლო. იოსები და მარიამიც ადგნენ და წავიდნენ ბეთლემში, საიდანაც იოსების ოჯახი იყო წარმოშობით. ზუსტად იმ დროს მარიამს შვილი უნდა გაეჩინა.

როდესაც ისინი ბეთლემში ჩავიდნენ, ღამის გასათევი ვერ იპოვეს და გადაწყვიტეს, ბოსელში დარჩენილიყვნენ. მარიამმაც იქ გააჩინა შვილი, რომელსაც იესო დაარქვა; ბავშვი სახვევებში გაახვია და ბაგაში ჩააწვინა.

იმ ღამით ბეთლემთან ახლოს რამდენიმე მწყემსი გარეთ ცხვარს მწყემსავდა. მოულოდნელად მათ წინაშე ანგელოზი გამოჩნდა და იქაურობა იეჰოვას დიდებამ გაანათა. მწყემსებს შეეშინდათ, მაგრამ ანგელოზმა უთხრა მათ: ნუ გეშინიათ! თქვენთვის სასიხარულო ამბავი მაქვს. დღეს ბეთლემში მესია დაიბადა. ამ დროს ცაში ბევრი ანგელოზი გამოჩნდა. ისინი ამბობდნენ: დიდება ზეცაში ღმერთს და მშვიდობა დედამიწაზე! ამის შემდეგ ანგელოზები გაუჩინარდნენ.

მწყემსებმა ერთმანეთს უთხრეს: მოდი, ახლავე ბეთლემში წავიდეთ და მესია ვნახოთ; წავიდნენ და მივიდნენ ბოსელში, სადაც იოსები და მარიამი იყვნენ თავიანთ ახალდაბადებულ ბავშვთან ერთად.

მწყემსების მონაყოლმა ყველა გააოცა. მარიამი ღრმად ჩაუფიქრდა ანგელოზის სიტყვებს და არასოდეს დავიწყებია მისი ნათქვამი. შემდეგ მწყემსები უკან დაბრუნდნენ და მადლობას უხდიდნენ იეჰოვას იმისთვის, რაც ნახეს და მოისმინეს.

„მე ღვთისგან გამოვედი და ახლა აქა ვარ. არც ჩემით მოვსულვარ აქ, არამედ მან გამომგზავნა“ (იოანე 8:42)