არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 72

იესო მოზარდობის ასაკში

იესო მოზარდობის ასაკში

იოსები და მარიამი ცხოვრობდნენ ქალაქ ნაზარეთში იესოსთან და თავიანთ სხვა შვილებთან ერთად. იოსები დურგალი იყო და ოჯახს ამით არჩენდა. ის თავის ცოლ-შვილს იეჰოვას კანონებს ასწავლიდა. მათი ოჯახი ხშირად დადიოდა სინაგოგაში, სადაც იეჰოვას სცემდნენ თაყვანს. აგრეთვე, ისინი ყოველ წელს დადიოდნენ იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე.

ერთხელ, როცა იესო 12 წლის იყო, ის და მისი ოჯახი იერუსალიმში წავიდნენ პასექის დღესასწაულის აღსანიშნავად. ქალაქი ხალხით იყო სავსე. როცა დღესასწაული დამთავრდა, იოსები და მარიამი სახლისკენ მიმავალ გრძელ გზას დაადგნენ. ისინი ფიქრობდნენ, რომ იესოც უკან მოჰყვებოდა მათ. მაგრამ როდესაც ნათესავებში მისი ძებნა დაიწყეს, ვერსად ნახეს ის.

იოსები და მარიამი უკან დაბრუნდნენ იერუსალიმში და სამი დღე ეძებდნენ თავიანთ ვაჟს. ბოლოს ტაძარში შევიდნენ. იესო მასწავლებლებს შორის იჯდა, ყურადღებით უსმენდა მათ და ბრძნულ შეკითხვებს უსვამდა. მასწავლებლები ისეთი გაკვირვებულები იყვნენ, რომ თვითონაც უსვამდნენ იესოს შეკითხვებს. მისი პასუხები ყველას აოცებდა. ისინი ხედავდნენ, რომ იესოს კარგად ესმოდა იეჰოვას კანონები.

იოსები და მარიამი ძალიან შეწუხებულები იყვნენ. მარიამმა ჰკითხა იესოს: სად იყავი, შვილო? სად აღარ გეძებდით! იესომ უპასუხა: არ იცოდით, რომ მამაჩემის სახლში ვიქნებოდი?

იესო დაბრუნდა ნაზარეთში თავის მშობლებთან ერთად. იოსები მას დურგლობას ასწავლიდა. შენი აზრით, როგორი პიროვნება იქნებოდა იესო მოზარდობის ასაკში? იზრდებოდა იესო და ემატებოდა სიბრძნე. ღვთისა და ხალხის თვალში ის დიდ მოწონებას იმსახურებდა.

„შენი ნების შესრულება მახარებს, ჩემო ღმერთო, და ჩემშია შენი კანონი“ (ფსალმუნი 40:8)