არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 74

იესო ხდება მესია

იესო ხდება მესია

იოანე მესიის შესახებ ქადაგებდა და ამბობდა: მოდის ის, ვინც ჩემზე დიდია. იესო დაახლოებით 30 წლის იყო, როცა ჩამოვიდა გალილეიდან და მივიდა მდინარე იორდანესთან, სადაც იოანე ხალხს ნათლავდა. მას უნდოდა, რომ იოანეს ისიც მოენათლა, მაგრამ იოანემ უთხრა მას: მე კი არ უნდა მოგნათლო, შენ უნდა მომნათლო. იესომ მიუგო: იეჰოვას სურს, რომ შენ მომნათლო მე. ასე რომ, ისინი ჩავიდნენ მდინარეში და იოანემ მონათლა იესო — მთლიანად ჩაძირა ის წყალში და ამოიყვანა.

მონათვლის შემდეგ იესომ ლოცვით მიმართა იეჰოვას. ამ დროს გაიხსნა ცა და ღვთის სული მტრედის სახით გადმოვიდა მასზე. შემდეგ იეჰოვას ხმა გაისმა ზეციდან: შენა ხარ ჩემი საყვარელი ძე, მე მოგიწონე!

მას შემდეგ, რაც იესოზე იეჰოვას სული გადმოვიდა, ის ქრისტე ანუ მესია გახდა. ახლა ის უკვე მზად იყო, დაეწყო ის საქმე, რომლისთვისაც იეჰოვამ გამოგზავნა დედამიწაზე.

ნათლობის შემდეგ იესო უდაბნოში წავიდა და 40 დღე იყო იქ. როცა უკან დაბრუნდა, ის იოანესთან მივიდა. მისი დანახვისას იოანემ თქვა: აი ღვთის კრავი, რომელიც ადამიანებს ცოდვისგან გაათავისუფლებს. ამ სიტყვებით იოანემ ხალხს გააგებინა, რომ იესო მესია იყო. იცი, რა შეემთხვა იესოს უდაბნოში ყოფნის დროს? ამას შემდეგი მოთხრობიდან გაიგებ.

«„ციდან გაისმა ხმა: „შენა ხარ ჩემი საყვარელი ძე. მე მოგიწონე“» (მარკოზი 1:11)