არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 75

ეშმაკი სცდის იესოს

ეშმაკი სცდის იესოს

მონათვლის შემდეგ წმინდა სულმა იესო უდაბნოში წაიყვანა. მას 40 დღე არაფერი უჭამია და ძალიან მოშივდა. ამ დროს გამოსაცდელად იესოსთან ეშმაკი მივიდა და უთხრა: თუ მართლა ღვთის ძე ხარ, უთხარი ამ ქვებს პურებად იქცნენ. იესომ მას ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვებით უპასუხა: დაწერილია, რომ სიცოცხლისთვის საჭმელზე ბევრად მეტია საჭირო. საჭიროა იეჰოვას ყოველი სიტყვის მოსმენა.

ამის შემდეგ ეშმაკმა იესოს გამოსაცდელად უთხრა: თუ მართლა ღვთის ძე ხარ, ტაძრის ყველაზე მაღალი ადგილიდან გადახტი. დაწერილია, რომ ღმერთი ანგელოზებს გამოგიგზავნის და ისინი დაგიჭერენ. მაგრამ იესომ ისევ ღვთის სიტყვიდან უპასუხა: ისიც დაწერილია, რომ არ უნდა გამოვცადოთ ღმერთი.

შემდეგ ეშმაკმა იესოს უჩვენა მსოფლიოს ყველა სამეფო, მათი სიმდიდრე და დიდება და უთხრა: ამ სამეფოებს და მათ დიდებას შენ მოგცემ, თუ ერთხელ მაინც მცემ თაყვანს. იესომ უთხრა მას: გამშორდი, სატანა! დაწერილია, რომ მხოლოდ იეჰოვას უნდა ვცეთ თაყვანი.

ეშმაკიც გაეცალა იესოს. მასთან ანგელოზები მივიდნენ და საჭმელი მიუტანეს. ამის შემდეგ იესომ დაიწყო სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება. ის სწორედ ამისთვის იყო დედამიწაზე გამოგზავნილი. ხალხს მოსწონდა ის, რასაც იესო ასწავლიდა. მას ძალიან ბევრი ადამიანი დაჰყვებოდა.

„როცა [ეშმაკი] სიცრუეს ამბობს, თავისი ხასიათიდან გამომდინარე ამბობს, რადგან ცრუა და სიცრუის მამაა“ (იოანე 8:44)