არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 76

იესო წმენდს ტაძარს

იესო წმენდს ტაძარს

ახალი წელთაღრიცხვით 30 წლის გაზაფხულზე იესო იერუსალიმში ჩავიდა. ქალაქში ბევრი ხალხი იყო შეკრებილი პასექის აღსანიშნავად. ამ დღესასწაულის დროს მათ ცხოველები მიჰყავდათ ტაძარში შესაწირად. ზოგს სახლიდან მიჰყავდა ცხოველი, ზოგი კი იერუსალიმში ყიდულობდა.

როცა იესო ტაძარში შევიდა, დაინახა, რომ ხალხი იქ ცხოველებს ყიდდა. ისინი პირდაპირ იეჰოვას სახლში ვაჭრობდნენ. როგორ მოიქცა იესო? მან თოკებისგან შოლტი გააკეთა და ტაძრიდან გამორეკა ცხვრები და სხვა ცხოველები. იესომ ფულის გადამცვლელებს მაგიდები აუყირავა; მოვაჭრეების ფული ძირს მიმოიფანტა. მან მტრედების გამყიდველებს უთხრა: მოაშორეთ ესენი აქედან! მამაჩემის სახლი სავაჭრო ადგილი არ არის!

იესოს ასეთმა საქციელმა ხალხი ძალიან გააოცა. მის მოწაფეებს გაახსენდათ მესიის შესახებ ნათქვამი წინასწარმეტყველება, რომ მას ძალიან ეყვარებოდა იეჰოვას სახლი.

მოგვიანებით, ახალი წელთაღრიცხვით 33 წელს, იესომ მეორედ განწმინდა ტაძარი. დიახ, ის არავის დართავდა ნებას, უპატივცემულოდ მოქცეოდნენ მამამისის სახლს.

„ვერ იქნებით ღვთის მონებიც და სიმდიდრისაც“ (ლუკა 16:13)