არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 82

იესო თავის მოწაფეებს ლოცვას ასწავლის

იესო თავის მოწაფეებს ლოცვას ასწავლის

ფარისევლები ყველაფერს ხალხის გასაოცებლად აკეთებდნენ. თუ ისინი სიკეთეს გააკეთებდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ სხვებს დაენახათ. ისინი ყველას დასანახად ხალხმრავალ ადგილას ლოცულობდნენ. ფარისევლები ზეპირად სწავლობდნენ გრძელ ლოცვებს და სხვების გასაგონად ლოცულობდნენ სინოგოგებსა და ქუჩის კუთხეებში. ამიტომ ხალხს ძალიან გაუკვირდა, როცა იესომ მათ უთხრა: ლოცვის დროს ფარისევლებს არ მიჰბაძოთ. ისინი ფიქრობენ, რომ გრძელი ლოცვებით მოაწონებენ ღმერთს თავს, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. ლოცვა არის თქვენსა და იეჰოვას შორის საუბარი. ლოცვის დროს სულ ერთი და იგივე არ იმეოროთ.

აი ასე უნდა ილოცოთ: „ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი. მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“. იესომ მათ ისიც უთხრა, რომ ელოცათ ყოველდღიური საკვებისთვის, ცოდვების პატიებისთვის და სხვა პირადი საკითხებისთვის.

იესომ ხალხს უთხრა, რომ ყოველთვის ელოცათ და იეჰოვასთვის ეთხოვათ ის, რაც კარგია. მან მშობლის მაგალითი მოიყვანა და თქვა: ყველა მშობელს უნდა, რომ თავის შვილს კარგი რაღაცები მისცეს. თუ შვილი მშობელს პურს სთხოვს, ქვას ხომ არ მისცემს? თუ თევზს სთხოვს, გველს ხომ არ მისცემს?

შემდეგ იესომ ასე ახსნა თავისი სიტყვები: თუ თქვენ აძლევთ შვილებს იმას, რაც კარგია, განა იეჰოვა, თქვენი მამა, არ მოგცემთ წმინდა სულს? თქვენ მხოლოდ სთხოვეთ და იეჰოვაც მოგცემთ. იყენებ იესოს რჩევებს? შენ რის შესახებ ლოცულობ?

„ითხოვეთ და მოგეცემათ, ეძებეთ და იპოვით, აკაკუნეთ და გაგეღებათ“ (მათე 7:7)