არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 93

იესო ზეცაში ბრუნდება

იესო ზეცაში ბრუნდება

გალილეაში იესო თავის მოწაფეებს შეხვდა. მან ძალიან მნიშვნელოვანი დავალება მისცა მათ: წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ქვეყანაში! ასწავლეთ მათ ის, რაც მე გასწავლეთ და მონათლეთ ისინი! შემდეგ ის დაჰპირდა მათ: გახსოვდეთ, რომ მე ყოველთვის თქვენთან ვიქნები!

მკვდრეთით აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში იესო ასობით მოწაფეს ეჩვენა გალილეასა და იერუსალიმში. მან ბევრი მნიშვნელოვანი რამ ასწავლა მათ და მრავალი სასწაულიც მოახდინა მათ თვალწინ. შემდეგ კი ის ბოლოჯერ შეხვდა თავის მოციქულებს ზეთისხილის მთაზე. ამ დროს მან ასეთი სიტყვები უთხრა მათ: არ დატოვოთ იერუსალიმი! დაელოდეთ იმის შესრულებას, რასაც მამა დაგპირდათ!

მოციქულებმა ვერ გაიგეს, რას ნიშნავდა იესოს ნათქვამი და ჰკითხეს მას: ახლა უნდა გახდე ისრაელის მეფე? იესომ უპასუხა: ჯერ არ მოსულა ჩემი გამეფების დრო, რომელიც იეჰოვას აქვს დანიშნული. მალე თქვენზე წმინდა სული გადმოვა, ძალას მიიღებთ და გახდებით ჩემი მოწმეები. წადით და იქადაგეთ იერუსალიმში, იუდეაში, სამარიასა და დედამიწის ყველაზე შორეულ ადგილებშიც კი!

ამის შემდეგ იესო ამაღლდა, ცაში ავიდა და ღრუბლებმა დაფარა. მოწაფეები გაფაციცებით იყურებოდნენ ზემოთ, რომ როგორმე დაენახათ იესო, მაგრამ ის უკვე გაუჩინარებული იყო.

მოწაფეები ზეთისხილის მთიდან იერუსალიმში წავიდნენ. ისინი რეგულარულად იკრიბებოდნენ ხოლმე ზემოთა ოთახში, ლოცულობდნენ და იესოსგან ახალ მითითებებს ელოდნენ.

„ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული“ (მათე 24:14)