არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 103

„მოვიდეს შენი სამეფო“

„მოვიდეს შენი სამეფო“

იეჰოვა შესანიშნავ მომავალს გვპირდება. ის ამბობს: მე მოვწმენდ ყოველ ცრემლს ადამიანებს თვალებიდან და აღარ იქნება ტირილი, ტკივილი, ავადმყოფობა და სიკვდილი. მათ ყველა ცუდი მოგონება დაავიწყდებათ.

იეჰოვამ ადამი და ევა ედემის ბაღში დაასახლა, რომ მათ მშვიდად და ბედნიერად ეცხოვრათ. ადამსა და ევას თაყვანი უნდა ეცათ იეჰოვასთვის და დედამიწა თავიანთი შთამომავლებით აევსოთ. მართალია, მათ არ დაუჯერეს იეჰოვას, მაგრამ ღვთის განზრახვა არ შეცვლილა. ამ წიგნიდან დავინახეთ, რომ იეჰოვა ყველა თავის დანაპირებს ასრულებს. მისი სამეფო უამრავ კურთხევას მოუტანს დედამიწას, როგორც ამას ერთ დროს აბრაამს დაჰპირდა.

მალე აღარც სატანა იქნება, აღარც დემონები და აღარც ცუდი ხალხი. ყველა ადამიანი იეჰოვას თაყვანისმცემელი იქნება. ავად აღარავინ გახდება და არც აღარავინ მოკვდება. პირიქით, ყოველდღე ბედნიერები და სიცოცხლით სავსენი გავიღვიძებთ. მთელი დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა. ყველას ექნება კარგი საკვები, სახლი და ყველანი უსაფრთხოდ ვიცხოვრებთ. ადამიანები კეთილები იქნებიან და არა — ბოროტები და მოძალადეები. გარეულ ცხოველებს აღარ შეეშინდებათ ჩვენი და აღარც ჩვენ შეგვეშინდება მათი.

წარმოიდგინე, როგორ გაიხარებს ყველა, როცა იეჰოვა ადამიანების გაცოცხლებას დაიწყებს! ჩვენ სიხარულით შევხდებით დიდი ხნის წინათ მცხოვრებ ღვთის მსახურებს, მაგალითად, აბელს, ნოეს, აბრაამს, სარას, მოსეს, რუთს, ესთერსა და დავითს. ჩვენთან ერთად ისინიც მიიღებენ მონაწილეობას დედამიწის სამოთხედ გადაქცევაში. უამრავი საინტერესო საქმე გვექნება გასაკეთებელი.

იეჰოვას უნდა, რომ შენც იყო იქ! ვერც კი წარმოიდგენ, იმდენ კარგ რამეს გაიგებ იეჰოვას შესახებ სამოთხეში. მოდი, დღითიდღე უფრო დავუახლოვდეთ ჩვენს ღმერთს, იეჰოვას, ახლაც და მარადიულადაც!

„შენ ღირსი ხარ, იეჰოვა, ჩვენო ღმერთო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძლიერება, რადგან ყველაფერი შენ შექმენი, შენი ნებით არსებობს და შეიქმნა“ (გამოცხადება 4:11)