არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნაწილი 1 — შემოქმედება

ნაწილი 1 — შემოქმედება

ბიბლია იწყება შემოქმედებითი პროცესების აღწერით. ის მოგვითხრობს, თუ როგორ შექმნა იეჰოვამ უმშვენიერესი სამყარო. მშობლებო, დაეხმარეთ შვილებს ბუნებაში არსებული საოცარი მრავალფეროვნების დანახვაში. ყურადღება გაუმახვილეთ იმაზე, თუ რამდენად აღმატებული ქმნილებაა ადამიანი ცხოველებთან შედარებით; ღმერთმა ადამიანებს მოგვცა ლაპარაკის, აზროვნების, გამოგონების, სიმღერისა თუ ლოცვის უნარი. დაეხმარეთ შვილებს, განივითარონ მადლიერების გრძნობა იეჰოვასადმი, რომელმაც დიდი ძალით, სიბრძნითა და განსაკუთრებული სიყვარულით შექმნა ყველა თავისი ქმნილება, მათ შორის, თითოეული ჩვენგანი.

ამ განყოფილებაში

მოთხრობა 1

ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა

ბიბლია ამბობს, რომ ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა. მაგრამ იცი, რომელი ანგელოზი შექმნა ღმერთმა ყველასა და ყველაფრის შექმნამდე?

მოთხრობა 2

ღმერთმა შექმნა პირველი კაცი და ქალი

ღმერთმა შექმნა პირველი კაცი და ქალი და დაასახლა ედემის ბაღში. ღმერთს უნდოდა, რომ მათ გაეჩინათ შვილები და მთელი დედამიწა სამოთხედ გადაექციათ.