არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნაწილი 4 — იოსებიდან წითელ ზღვამდე

ნაწილი 4 — იოსებიდან წითელ ზღვამდე

ამ ნაწილში ვისაუბრებთ იოსებზე, იობზე, მოსესა და სხვებზე, რომლებმაც სატანის უდიდეს შემოტევებს გაუძლეს. ვნახავთ, თუ რა დიდ უსამართლობას შეხვდა ზოგი ღვთის მსახური; გავიგებთ აგრეთვე, როგორ დააპატიმრეს, როგორ დაიმონეს და როგორ მოკლეს ზოგიერთი მათგანი. თუმცა იეჰოვა სხვადასხვა სახით იცავდა მათ. გავეცნობით აგრეთვე ისრაელების ისტორიას. მშობლებო, დაანახვეთ შვილებს, თუ როგორ გაუძლეს იეჰოვას ერთგულმა მსახურებმა ბოროტებას და როგორ არ დაკარგეს რწმენა.

იეჰოვამ ათი სასჯელით დაანახვა ეგვიპტელებს, თუ რამდენად დიდ ძალას ფლობდა იგი ეგვიპტელთა ყველა ღვთაებასთან შედარებით. ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, თუ როგორ იცავდა იეჰოვა თავის ხალხს ძველ დროში და როგორ იცავს დღეს.

ამ განყოფილებაში

მოთხრობა 14

მონა, რომელიც ღმერთს ემორჩილებოდა

იოსები, იმას აკეთებდა, რაც სწორი იყო, მაგრამ მაინც ბევრი ტანჯვა გამოიარა. რატომ?

მოთხრობა 15

იეჰოვას არასდროს დავიწყებია იოსები

მართალია, იოსები შორს იყო თავისი ოჯახისგან, მაგრამ ღმერთს ის არასოდეს მიუტოვებია.

მოთხრობა 16

ვინ იყო იობი?

ის განსაცდელების დროსაც ემორჩილებოდა ღმერთს.

მოთხრობა 17

მოსემ იეჰოვას თაყვანისცემა არჩია

ჩვილი მოსე დედის გონივრულმა მოქმედებამ გადაარჩინა

მოთხრობა 18

ცეცხლმოკიდებული ბუჩქი

რატომ არ დაწვა ცეცხლმა ბუჩქი?

მოთხრობა 19

პირველი სამი სასჯელი

ფარაონმა უბედურება დაატეხა თავის ხალხს იმის გამო, რომ ძალიან ამაყი იყო და უბრალო დათმობაზეც კი არ წავიდა.

მოთხრობა 20

შემდეგი ექვსი სასჯელი

რით განსხვავდებოდა ეს სასჯელები პირველი სამისგან?

მოთხრობა 21

მეათე სასჯელი

ეს სასჯელი იმდენად გამანადგურებელი იყო, რომ ამაყი ფარაონიც კი გატყდა.

მოთხრობა 22

სასწაული წითელ ზღვასთან

ფარაონმა ათ სასჯელს კი დააღწია თავი, მაგრამ გადაურჩა ის ღვთის ამ სასწაულს?