არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნაწილი 7 — დავითი და საული

ნაწილი 7 — დავითი და საული

ეს ნაწილი მოიცავს დაახლოებით 80-წლიან პერიოდს. ეს არის საულისა და დავითის მეფობის პერიოდი. თავიდან საული თავმდაბალი და ღვთისმოშიში ადამიანი იყო, მაგრამ მალე ის შეიცვალა — აღარ ემორჩილებოდა იეჰოვას. იეჰოვამ უარყო ის და სამუელს დაავალა, რომ დავითი აერჩია ისრაელის მეფედ. საულს შურდა დავითის და არაერთხელ სცადა მისი მოკვლა, მაგრამ დავითს არასდროს უცდია შურისძიება. საულის ვაჟმა, იონათანმა, კარგად იცოდა, რომ დავითი იეჰოვას რჩეული იყო, ამიტომ ის დავითის ერთგული მეგობარი გახდა. დავითმა რამდენიმე სერიოზული ცოდვა ჩაიდინა, თუმცა მორჩილად იღებდა იეჰოვასგან დასჯას. მშობლებო, დაანახვეთ შვილებს იმის აუცილებლობა, რომ ყოველთვის დაემორჩილოს იეჰოვას მითითებებს.

ამ განყოფილებაში

მოთხრობა 39

ისრაელის პირველი მეფე

ღმერთმა ისრაელს მსაჯულები დაუყენა წინამძღოლად, მაგრამ მეფე მოითხოვეს. სამუელმა პირველ მეფედ საული სცხო, თუმცა მოგვიანებით იეჰოვამ უარყო ის. რატომ?

მოთხრობა 40

დავითი და გოლიათი

იეჰოვამ დავითი ისრაელის მომდევნო მეფედ აირჩია. დავითმა დაამტკიცა, რომ იეჰოვამ სწორი არჩევანი გააკეთა

მოთხრობა 41

დავითი და საული

რატომ სძულს ამ კაცებიდან ერთს მეორე და როგორ იქცევა მოძულებული?

მოთხრობა 42

მამაცი და ერთგული იონათანი

მეფის ვაჟი დავითის ერთგული მეგობარი ხდება.

მოთხრობა 43

მეფე დავითის ცოდვა

არასწორმა საქციელმა უამრავი პრობლემა გამოიწვია.