არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნაწილი 9 — ელისედან იოშიამდე

ნაწილი 9 — ელისედან იოშიამდე

ამ ნაწილში გავეცნობით ახალგაზრდებს, წინასწარმეტყველებსა და მეფეებს, რომლებმაც იეჰოვასადმი საოცარი რწმენა გამოავლინეს. სირიაში გადასახლებული პატარა ისრაელი გოგონა დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვას წინასწარმეტყველს შეეძლო, განეკურნა ნაამანი. წინასწარმეტყველ ელისეს იოტისოდენა ეჭვიც კი არ ეპარებოდა იმაში, რომ იეჰოვა დაიცავდა მას შეიარაღებული ჯარისგან. მღვდელმთავარმა იეჰოიადამ სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო, რომ ახალგაზრდა იეჰოაში ბოროტი ბებიისგან, ათალიასგან, დაეცვა. მეფე ხიზკიას სჯეროდა, რომ იეჰოვა იხსნიდა იერუსალიმს. ის არ შეუშინდა ასურელების მუქარას. მეფე იოშიამ ქვეყნიდან კერპთაყვანისმცემლობა აღმოფხვრა, შეაკეთა ტაძარი, აღადგინა წმინდა თაყვანისმცემლობა და ერი კვლავ იეჰოვასთან დააბრუნა.

ამ განყოფილებაში

მოთხრობა 51

მეომარი და პატარა გოგონა

ახალგაზრდა ებრაელი გოგონა ქალბატონს ესაუბრება იეჰოვას დიდებული ძალის შესახებ. ამან დიდებული შედეგი გამოიღო.

მოთხრობა 52

იეჰოვას ცეცხლოვანი ჯარი

როგორ დაინახა ელისეს მსახურმა, რომ მათთან უფრო მეტნი იყვნენ, ვიდრე სირიელებთან?

მოთხრობა 53

გაბედული იეჰოიადა

ერთგული მღვდელი უპირისპირდება ბოროტ დედოფალს.

მოთხრობა 54

იეჰოვამ მოთმინება გამოავლინა იონას მიმართ

როგორ გადაყლაპა დიდმა თევზმა ღვთის ერთ-ერთი წინასწარმეტყველი? როგორ გადარჩა იონა? რა ასწავლა იეჰოვამ იონას?

მოთხრობა 55

იეჰოვას ანგელოზმა დაიცვა ხიზკია

იუდას მტრები ამბობენ, იეჰოვა არ დაიცავსო თავის ხალხს, მაგრამ ისინი ცდებიან!

მოთხრობა 56

იოშიას უყვარდა ღვთის კანონი

იოშია რვა წლის ასაკში ხდება მეფე და ეხმარება თავის ხალხს იეჰოვას თაყვანისცემაში.