არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნაწილი 12 — იესოს მსახურება

ნაწილი 12 — იესოს მსახურება

იესო ხალხს ზეციერი სამეფოს შესახებ ასწავლიდა. ის აგრეთვე ასწავლიდა მათ, ელოცათ, რომ განწმენდილიყო ღვთის სახელი, მოსულიყო მისი სამეფო და შესრულებულიყო მისი ნება დედამიწაზე. მშობლებო, აუხსენით შვილებს, რა დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ლოცვას ჩვენთვის. იესომ არ დაუშვა, რომ სატანას მისი ერთგულება შეერყია. იესომ აირჩია მოციქულები, რომლებიც ღვთის სამეფოს პირველი წევრები გახდნენ. დააკვირდით, როგორ გულმოდგინედ უჭერდა მხარს იესო ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას. მას უნდოდა, რომ ხალხს დახმარებოდა, ამიტომ კურნავდა ავადმყოფებს, აპურებდა მშივრებს და მკვდრებსაც კი აცოცხლებდა. ამ სასწაულებით მან აჩვენა, თუ რას გააკეთებს სამეფო კაცობრიობისთვის.

ამ განყოფილებაში

მოთხრობა 74

იესო ხდება მესია

რას გულისხმობდა იოანე, როცა იესოს ღვთის კრავი უწოდა?

მოთხრობა 75

ეშმაკი სცდის იესოს

ეშმაკი სამჯერ სცდის იესოს. რა სამ გამოცდას უწყობს ეშმაკი იესოს? როგორ პასუხობს მას იესო?

მოთხრობა 76

იესო წმენდს ტაძარს

რატომ ყრის იესო ცხოველებს ტაძრიდან და რატომ აყირავებს ფულის გადამცვლელთა მაგიდებს?

მოთხრობა 77

ქალი ჭასთან

იაკობის ჭასთან მისული ქალი გაკვირვებული დარჩა, როცა მას იესო დაელაპარაკა. რატომ? რა უთხრა იესომ მას ისეთი, რაც მანამდე არავისთვის ჰქონდა ნათქვამი?

მოთხრობა 78

იესო ქადაგებს სამეფოს შესახებ

იესო იწვევს თავის ზოგ მოწაფეს, რომ გახდნენ ადამიანთა მებადურები. მოგვიანებით ის ამზადებს 70 მოწაფეს სასიხარულო ცნობის საქადაგებლად.

მოთხრობა 79

იესო ახდენს მრავალ სასწაულს

ავადმყოფები მიდიან იესოსთან და ისიც კურნავს მათ. ის პატარა გოგონას სიცოცხლესაც კი უბრუნებს

მოთხრობა 80

იესო ირჩევს თორმეტ მოციქულს

რომელი საქმის შესასრულებლად ირჩევს მათ? გახსოვს მათი სახელები?

მოთხრობა 81

მთაზე ქადაგება

იესო მნიშვნელოვან რამეს ასწავლის ერთად შეკრებილ ხალხს.

მოთხრობა 82

იესო თავის მოწაფეებს ლოცვას ასწავლის

იესოს ნათქვამის თანახმად, რის შესახებ უნდა ელოცათ მის მოწაფეებს?

მოთხრობა 83

იესო ათასობით ადამიანს აპურებს

რას გვეუბნება ეს სასწაული იესოსა და იეჰოვას შესახებ?

მოთხრობა 84

იესომ წყალზე გაიარა

წარმოგიდგენია, რა რეაქცია ექნებოდათ მოციქულებს ამ სასწაულის დანახვაზე?!

მოთხრობა 85

იესო ავადმყოფს კურნავს შაბათს

რატომ არ უხარია ყველას ის, რასაც იესო აკეთებს?

მოთხრობა 86

იესომ გააცოცხლა ლაზარე

როდესაც იესომ დაინახა, როგორ ტიროდა მარიამი, ისიც ატირდა. მაგრამ მალე მათი მწუხარების ცრემლები სიხარულის ცრემლებად იქცა.