არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 18

მადლიერნი ვართ გამოსასყიდისთვის

მადლიერნი ვართ გამოსასყიდისთვის

(ლუკა 22:20)

  1. 1. დღეს, იეჰოვა,

    შენ წინაშე ვდგავართ ჩვენ,

    რადგან სიყვარული

    არნახული გვიჩვენე.

    რომ ვიცოცხლოთ,

    გაიღე ძე საყვარელი,

    არ დაინანე ჩვენთვის

    ეს ძვირფასი მსხვერპლი.

    (მისამღერი)

    მან სისხლი დაღვარა ჩვენთვის

    და გვიხსნა ძვირფასი მსხვერპლით,

    ამისთვის გემადლიერებით ჩვენ

    მთელი გულით.

  2. 2. იესომ გაიღო

    ეს მსხვერპლი მზადყოფნით.

    ვართ დახსნილნი მისი

    სრულყოფილი სიცოცხლით.

    სხვაგვარად მომავალი

    არ გვექნებოდა,

    მისი სიკვდილით ღმერთმა

    იმედი გვიბოძა.

    (მისამღერი)

    მან სისხლი დაღვარა ჩვენთვის

    და გვიხსნა ძვირფასი მსხვერპლით,

    ამისთვის გემადლიერებით ჩვენ

    მთელი გულით.

(იხილეთ აგრეთვე ებრ. 9:13, 14; 1 პეტ. 1:18, 19)