ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 28
იეჰოვასთან დამეგობრება
-
1. ო, ღმერთო, ვინ სტუმრობს
ყოველდღე შენს კარავს?
ვინ არის შენი მეგობარი
და შენი ნდობა აქვს?
ვინც შენს სიტყვას იკვლევს,
დადის შენი რწმენით,
ცხოვრობს სიმართლით, ერთგულებით
და ჭეშმარიტებით.
-
2. ვის იცნობ სახელით?
შენს ტახტთან ვის იწვევ?
ვინ გიხარებს გულს? ვის იწონებ?
მეგობრად ვის ირჩევ?
ვინც შენს სიტყვას ისმენს
და შენს სახელს აქებს,
პატიოსანი არის გულით
და ამბობს სიმართლეს.
-
3. თუ ღმერთს მივანდობთ ტვირთს,
ლოცვით გულს გავუხსნით,
დაგვიახლოებს და ვიგრძნობთ, რომ
ზრუნავს სიყვარულით.
გვსურს, გაგრძელდეს მუდამ
მეგობრობა შენთან,
რადგან ვერასდროს მსგავს მეგობარს
ჩვენ ვერ ვნახავთ ვერსად.
(იხილეთ აგრეთვე ფსალმ. 139:1; 1 პეტ. 5:6, 7)