არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 34

ვიაროთ უმწიკვლოდ

ვიაროთ უმწიკვლოდ

(ფსალმუნი 26)

  1. 1. ჩემს ნაბიჯს შენ შეხედე, უფალო,

    ხომ გენდობი მე შენ, დავდივარ უმწიკვლოდ?

    შემამოწმე და თან გამომცადე,

    გული და გონება ჩემი გამოაწრთე.

    (მისამღერი)

    მე მსურს მუდამ შენ წინაშე ვიყო,

    გულით, შემართებით, ვიარო უმწიკვლოდ.

  2. 2. არ დავჯდები ბოროტებთან ერთად,

    მოვიძულებ, ვისაც სძულს ჭეშმარიტება.

    ნუ წამართმევ სიცოცხლეს, როგორც მას,

    ვისაც ბოროტება ჰგვრის სიამოვნებას.

    (მისამღერი)

    მე მსურს მუდამ შენ წინაშე ვიყო,

    გულით, შემართებით, ვიარო უმწიკვლოდ.

  3. 3. რადგან მიყვარს შენი სამყოფელი,

    ვარ შენი გულწრფელი თაყვანისმცემელი.

    ვეახლები შენს სამსხვერპლოს წმინდას,

    რომ მადლობის მსხვერპლი მოწიწებით გიძღვნა.

    (მისამღერი)

    მე მსურს მუდამ შენ წინაშე ვიყო,

    გულით, შემართებით, ვიარო უმწიკვლოდ.

(იხილეთ აგრეთვე ფსალმ. 25:2)