არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 40

ვის ვეკუთვნით?

ვის ვეკუთვნით?

(რომაელები 14:8)

  1. 1. რომელ ღმერთს ეკუთვნი,

    შენ ვის ემორჩილები?

    ვისაც დაუჩოქებ, ღმერთად თვლი,

    ის შენი ბატონი არის.

    შეუძლებელია,

    რომ ემსახურო ორ ღმერთს.

    შენს არჩევანს მხოლოდ ის განსაზღვრავს,

    გულს როგორ განაწყობ დღეს.

  2. 2. რომელ ღმერთს ეკუთვნი,

    შენ ვის ემორჩილები?

    ჭეშმარიტ და ცრუ ღმერთს შორის შენ

    განსაზღვრე, რომელს აირჩევ.

    ქვეყნიურ მმართველებს

    უცხადებ ერთგულებას?

    თუ ჭეშმარიტ ღმერთს ემორჩილები

    და ასრულებ მის ნებას?

  3. 3. მაშ, ვის ვეკუთვნი მე?

    ვეკუთვნი იეჰოვას.

    ჩემს ზეციერ მამას, მზრუნველ ღმერთს

    ყველა აღთქმას შევუსრულებ.

    მან ჩემთვის გაიღო

    ძალზე ძვირფასი მსხვერპლი.

    მთელი სიცოცხლე მას ვუერთგულებ,

    ღვთის მორჩილი ვიქნები.

(იხილეთ აგრეთვე იეს. 24:15; ფსალმ. 116:14, 18; 2 ტიმ. 2:19)