ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 41
გთხოვ, ისმინე ჩემი ლოცვა
-
1. ღმერთო, ისმინე ლოცვა ჩემი,
შენ გეკუთვნი, ხარ ჩემი ღმერთი.
სახელი წმინდა, უბადლო გაქვს.
(ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)
გთხოვ მომისმინო, იეჰოვა.
-
2. გმადლობ, ღმერთო, ყოველი დღისთვის,
სწორი გზისთვის და სიცოცხლისთვის.
მე მატკბობს შენი მზრუნველობა.
(ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)
გთხოვ მომისმინო, იეჰოვა.
-
3. მსურს, მივყვე შენი სინათლის სხივს,
გთხოვ ძალას, რომ ვატარო ტვირთი.
მსურს, ყოველთვის მოვიქცე სწორად.
(ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)
გთხოვ მომისმინო, იეჰოვა.
(იხილეთ აგრეთვე გამ. 22:27; ფსალმ. 106:4; იაკ. 5:11)