არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 43

სამადლობელი ლოცვა

სამადლობელი ლოცვა

(ფსალმუნი 95:2)

  1. 1. ო, იეჰოვა, ღმერთო დიდებულო,

    მადლობის სიტყვებით განგადიდებთ.

    შენდამი ნდობით ჩვენ ვმსახურობთ გულით,

    მზრუნველო მამავ, შენ თავს გაფარებთ.

    არასრულყოფილების გამო ვცდებით,

    გთხოვთ, მოგვიტევო ჩვენი ცოდვები.

    გამოსასყიდისთვის ვართ მადლიერნი.

    გახსოვს, რომ ყველანი ვართ სუსტები.

  2. 2. გმადლობთ, რომ სიკეთეს, სიყვარულს ავლენ.

    პატივი გვაქვს, შენთან ახლოს ვიყოთ.

    გვასწავლე, დაგვეხმარე, გემსახუროთ.

    გვსურს, ღმერთო, ყოველთვის გიერთგულოთ.

    ვართ მადლიერნი, რომ წმინდა სულს გვაძლევ,

    ეს დიდი ძალა ჩვენ გვხდის გაბედულს.

    გვინდა, რომ ვიყოთ გულით თავმდაბლები,

    ჩვენ შენი წყალობის მიღება გვსურს.

(იხილეთ აგრეთვე ფსალმ. 65:2, 4, 11; ფილ. 4:6)