არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 44

თავმდაბლის ლოცვა

თავმდაბლის ლოცვა

(ფსალმუნი 4:1)

  1. 1. გთხოვ, იეჰოვა ღმერთო,

    ჩემი ლოცვა ისმინე,

    შემიმსუბუქე ტვირთი,

    ჭრილობა მომიშუშე.

    დამღალა იმედგაცრუებამ,

    მძიმე ფიქრებმა.

    მანუგეშე, ვეძებ შენს

    კეთილგანწყობილებას.

    (ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)

    დამეხმარე, რომ ვძლიო ჩემს

    დაეჭვებას თუ განსაცდელს.

    როცა ვწუხვარ, იეჰოვა,

    მომეც ძალა, შენ მოგმართავ.

  2. 2. მე შენი სიტყვა ნუგეშს მგვრის,

    როცა ვგრძნობ სისუსტეს.

    მასში ვპოვებ თავშესაფარს,

    ძალას მაძლევს ულევს.

    გთხოვ, განმიმტკიცე რწმენა, რომ

    ვავლენდე ნდობას სრულს,

    რომ შენი სიყვარული

    აღემატება ჩემს გულს.

    (ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)

    დამეხმარე, რომ ვძლიო ჩემს

    დაეჭვებას თუ განსაცდელს.

    როცა ვწუხვარ, იეჰოვა,

    მომეც ძალა, შენ მოგმართავ.