არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 45

ჩემი გულის ზრახვები

ჩემი გულის ზრახვები

(ფსალმუნი 19:14)

  1. 1. რაზეც მე ვფიქრობ ყოველდღე

    და გულში რა ზრახვებიც მაქვს,

    იყოს შენთვის მისაღები,

    უფალო, რომ მივყვე შენს გზას.

    თუ საზრუნავზე ფიქრები

    ჩემს გონებას დაამძიმებს,

    რაც სწორია, მე იმაზე

    და მხოლოდ შენზე ვიფიქრებ.

  2. 2. რაც მართალია და წმინდა,

    საქებარი, ჭეშმარიტი,

    მსურს, ამაზე დაფიქრებით

    რომ მქონდეს მშვიდობა დიდი.

    ღმერთო, გაქვს უძვირფასესი,

    ღრმა, უთვალავი აზრები.

    შენს სიტყვას წმინდას, ჭეშმარიტს

    მე მუდამ ჩავუღრმავდები.