არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 64

სიხარულით მივიღოთ მონაწილეობა მკაში

სიხარულით მივიღოთ მონაწილეობა მკაში

(მათე 13:1–23)

  1. 1. ჩვენ გვაქვს დიდი პატივი, რადგან

    მკის დრო დადგა და ვცდილობთ ჩვენც,

    გადათეთრებულ ყანის მკაში

    წვლილი რომ შევიტანოთ დღეს.

    თვით ქრისტე წინ მიგვიძღვის ველზე,

    გვხელმძღვანელობს ის თავის ხალხს.

    ძალზე გვახარებს, რომ ვართ მის გვერდით

    და უხვად ვიღებთ მოსავალს.

  2. 2. მოყვასის და ღვთის სიყვარული

    აღგვძრავს, რომ სვლა დავაჩქაროთ.

    რაც ახლოვდება აღსასრული,

    მეტად უნდა ვიქადაგოთ.

    ღმერთთან თანამშრომლობას მოაქვს

    უდიდესი სიხარული,

    თუკი რწმენით ბოლომდე მოვითმენთ,

    ჩვენ ვიქნებით კურთხეულნი!

(იხილეთ აგრეთვე მათ. 24:13; 1 კორ. 3:9; 2 ტიმ. 4:2)