არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 66

ვიქადაგოთ სასიხარულო ცნობა

ვიქადაგოთ სასიხარულო ცნობა

(გამოცხადება 14:6, 7)

  1. 1. ერთ დროს სამეფოს წმინდა ჭეშმარიტება

    დაფარული იყო, თუმც ის დღეს ცხადდება.

    იეჰოვამ უხვი წყალობით, სიმართლით

    იზრუნა, რომ იმედი ჰქონოდათ ცოდვილთ.

    მან გვამცნო, რომ მისი ძე გამეფდებოდა,

    სამეფოს მმართველობა

    დაიბადებოდა,

    ღვთის ძე პატარძალზე დაქორწინდებოდა,

    რჩეულთა მცირე სამწყსო განდიდდებოდა.

  2. 2. ის ცნობა, რომელსაც ჩვენ ახლა ვაცხადებთ,

    ღვთის ნებით უნდა გამჟღავნებულიყო დღეს.

    ანგელოზნი მსახურობენ ჩვენთან ერთად,

    დროულად აღმოგვიჩენენ დახმარებას.

    ჩვენ გვაქვს პატივი და გვაქვს მოვალეობა,

    წმინდავყოთ ღვთის სახელი,

    მას შევასხათ ხოტბა.

    პატივი გვაქვს, ღვთის მოწმეები ვიყოთ და

    ყველას ვამცნოთ ღვთის სასიხარულო ცნობა.

(იხილეთ აგრეთვე მარ. 4:11; საქ. 5:31; 1 კორ. 2:1, 7)