არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 71

ჩვენ იეჰოვას ლაშქარი ვართ!

ჩვენ იეჰოვას ლაშქარი ვართ!

(ეფესოელები 6:11–14)

  1. 1. დღეს იეჰოვას ლაშქარს

    ქრისტე მიგვიძღვის.

    სატანა გვებრძვის, მაგრამ

    კვლავაც მივიწევთ წინ.

    ერთგულებით განვაგრძობთ

    ჩვენ ქადაგებას,

    ვავლენთ მზადყოფნას და

    გაბედულებას.

    (მისამღერი)

    დღეს იეჰოვას ლაშქარს

    ქრისტე მიგვიძღვის.

    ვაცხადებთ, დადგა დრო

    ღვთის მმართველობის.

  2. 2. ჩვენ იეჰოვას ნებით

    დავეძებთ მის ცხვარს,

    დაკარგულს და დაფანტულს,

    ვინც ტირის და ოხრავს.

    ვაკითხავთ მათ კვლავ და კვლავ

    და იმედს ვაძლევთ.

    სამეფო დარბაზში

    გულთბილად ვიწვევთ.

    (მისამღერი)

    დღეს იეჰოვას ლაშქარს

    ქრისტე მიგვიძღვის.

    ვაცხადებთ, დადგა დრო

    ღვთის მმართველობის.

  3. 3. დღეს იეჰოვას ლაშქარს

    მეთაურობს ძე.

    საბრძოლოდ აღჭურვილნი

    ყველა ვდგავართ მტკიცედ.

    ფრთხილად ვართ და სიმტკიცეს

    ვინარჩუნებთ დღეს.

    საფრთხის წინაშეც ჩვენ

    ვიცავთ სიმართლეს.

    (მისამღერი)

    დღეს იეჰოვას ლაშქარს

    ქრისტე მიგვიძღვის.

    ვაცხადებთ, დადგა დრო

    ღვთის მმართველობის.

(იხილეთ აგრეთვე ფილ. 1:7; ფლმ. 2)