არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 73

მოგვეცი გამბედაობა

მოგვეცი გამბედაობა

(საქმეები 4:29)

  1. 1. სამეფოზე რომ ვქადაგებთ

    და ვაუწყებთ შენს სახელს,

    ბევრი დაგვცინის და მტრულად

    ზურგს აქცევენ სიმართლეს.

    არ შევუშინდებით მათ,

    შენ დაგემორჩილებით ჩვენ.

    დაგვეხმარე, გთხოვთ, წმინდა სულით,

    იეჰოვა, გთხოვთ, გვისმინე.

    (მისამღერი)

    მოგვეცი გამბედაობა,

    შიში დაგვაძლევინე.

    მოგვეც რწმენა, სიმამაცე,

    ყველას გავაგებინებთ,

    არმაგედონი ახლოა.

    მაგრამ სანამ ეს დღე მოვა,

    მოგვეცი გამბედაობა,

    ლოცვით გთხოვთ შენ.

  2. 2. შესაძლოა შიშმა გვძლიოს,

    რადგან მიწის მტვერი ვართ.

    შენ აღგვითქვი დახმარება,

    და ჩვენ ამის მტკიცედ გვწამს.

    ღმერთო, გვემუქრებიან,

    გვავიწროებენ, გვლანძღავენ.

    დაგვეხმარე, რომ გაბედულად

    კვლავაც ვამცნობდეთ შენს სახელს.

    (მისამღერი)

    მოგვეცი გამბედაობა,

    შიში დაგვაძლევინე.

    მოგვეც რწმენა, სიმამაცე,

    ყველას გავაგებინებთ,

    არმაგედონი ახლოა.

    მაგრამ სანამ ეს დღე მოვა,

    მოგვეცი გამბედაობა,

    ლოცვით გთხოვთ შენ.

(იხილეთ აგრეთვე 1 თეს. 2:2; ებრ. 10:35)