არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 75

„მე წავალ! მე გამგზავნე!“

„მე წავალ! მე გამგზავნე!“

(ესაია 6:8)

  1. 1. დღეს ბევრი ლანძღავს, ამცირებს

    იეჰოვას წმინდა სახელს.

    სასტიკ ან სუსტ ღმერთად თვლიან,

    „არ არის“, – გაიძახიან.

    მაშ, ვინ დაიცავს ღვთის სახელს,

    ვინ უმღერებს სადიდებელს?

    (მისამღერი 1)

    მე წავალ, ღმერთო, გამგზავნე,

    სიმღერით გიძღვნი ქებას შენ!

    უდიდეს პატივად ჩავთვლი მე,

    თუ წარმგზავნი, მიმავლენ.

  2. 2. დღეს ღვთის შიშით არ ცხოვრობენ,

    „არ ჩქარობს ღმერთი“, – ამბობენ.

    თაყვანს სცემს ზოგი ქვის კერპებს,

    ზოგიც მმართველებს აღმერთებს.

    ვინ ეტყვის ბოროტს სიმართლეს,

    რომ ღვთის ომი არ აყოვნებს?

    (მისამღერი 2)

    მე წავალ, ღმერთო, გამგზავნე,

    ხალხს უშიშრად გავაფრთხილებ.

    უდიდეს პატივად ჩავთვლი მე,

    თუ წარმგზავნი, მიმავლენ.

  3. 3. დღეს გამრავლდა ბოროტება,

    თვინიერი იჩაგრება.

    გულწრფელებს სულის სიმშვიდეს

    ჭეშმარიტება მოჰგვრის დღეს.

    ვინ ანუგეშებს თავმდაბლებს?

    ვინ აპოვნინებს სიმართლეს?

    (მისამღერი 3)

    მე წავალ, ღმერთო, გამგზავნე,

    შენს სიტყვას ვამცნობ თავმდაბლებს!

    უდიდეს პატივად ჩავთვლი მე,

    თუ წარმგზავნი, მიმავლენ.

(იხილეთ აგრეთვე ფსალმ. 10:4; ეზეკ. 9:4)