არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 76

რას გრძნობ, რას განიცდი?

რას გრძნობ, რას განიცდი?

(ებრაელები 13:15)

  1. 1. რას გრძნობ, რას განიცდი,

    როცა სხვებს ეხმარები,

    ასწავლი და ქადაგებ,

    გულწრფელებს დაეძებ?

    საუკეთესო მსხვერპლს

    უძღვნი ძვირფას შემოქმედს.

    ღმერთი ყველას გულს იცნობს

    და თავისკენ უხმობს.

    (ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)

    მსახურება გვგვრის სიხარულს,

    ღვთის საქმეს ვუძღვნით სულს და გულს.

    გვსურს, ქების მსხვერპლი ვუძღვნათ ღმერთს

    ჩვენ მთელი სიცოცხლე.

  2. 2. რას გრძნობ, რას განიცდი,

    როცა თბილი სიტყვებით

    ამცნობ სიცოცხლის ცნობას

    და ხალხს აუწყებ ხსნას?

    ზოგს მოსმენა არ სურს,

    ზოგჯერ შეგვაქცევენ ზურგს,

    ჩვენ კი ღვთის გულს ვახარებთ,

    მის სახელს ვატარებთ.

    (ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)

    მსახურება გვგვრის სიხარულს,

    ღვთის საქმეს ვუძღვნით სულს და გულს.

    გვსურს, ქების მსხვერპლი ვუძღვნათ ღმერთს

    ჩვენ მთელი სიცოცხლე.

  3. 3. რას გრძნობ, რას განიცდი?

    იცი, მხარს გიჭერს ღმერთი.

    მან მოგანდო საქმე, რომ

    შენ ის შეასრულო.

    ჩვენ გვეამაყება

    ღვთის სიტყვის ქადაგება.

    სანამ დროა, გულწრფელებს

    გზას ღვთისკენ ვუჩვენებთ.

    (ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)

    მსახურება გვგვრის სიხარულს,

    ღვთის საქმეს ვუძღვნით სულს და გულს.

    გვსურს, ქების მსხვერპლი ვუძღვნათ ღმერთს

    ჩვენ მთელი სიცოცხლე.

(იხილეთ აგრეთვე საქ. 13:48; 1 თეს. 2:4; 1 ტიმ. 1:11)