არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 81

პიონერის ცხოვრება

პიონერის ცხოვრება

(ეკლესიასტე 11:6)

  1. 1. ყოველთვის ადრევე, მზის გამოჩენამდე,

    ძილს ვართმევთ თავს

    და ვიწყებთ ჩვენს დღეს, ლოცვით მივმართავთ ღმერთს.

    ვინც გვხვდება, ღიმილით ყველას ვეგებებით.

    ზოგი გვისმენს

    და ზოგიც კი უსიტყვოდ აგვიქცევს გვერდს.

    (მისამღერი)

    ჩვენ ასეთ გზას ვირჩევთ,

    იეჰოვასთვის დღეს.

    რასაც დაგვავალებს, ვასრულებთ.

    დარსა თუ ავდარში,

    ჩვენ მაინც ვქადაგებთ.

    ვცდილობთ, სიყვარული ვაჩვენოთ ძვირფას ღმერთს.

  2. 2. დღის ბოლოს, როდესაც მზე ჩაესვენება,

    დაღლილნი და ბედნიერნი

    მხურვალედ ვლოცულობთ ჩვენ.

    გვიყვარს ეს ცხოვრება, ბოლომდე გაცემა.

    ვმადლობთ იეჰოვას,

    რომ ის დღეს კურთხევებს არ გვაკლებს.

    (მისამღერი)

    ჩვენ ასეთ გზას ვირჩევთ,

    იეჰოვასთვის დღეს.

    რასაც დაგვავალებს, ვასრულებთ.

    დარსა თუ ავდარში,

    ჩვენ მაინც ვქადაგებთ.

    ვცდილობთ, სიყვარული ვაჩვენოთ ძვირფას ღმერთს.

(იხილეთ აგრეთვე იეს. 24:15; ფსალმ. 92:2; რომ. 14:8)