არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 87

მოდით და გამოცოცხლდით!

მოდით და გამოცოცხლდით!

(ებრაელები 10:24, 25)

  1. 1. დღეს ამ უმართავ ქვეყნიერებაში

    ხალხმა არ იცის ღვთის გზები.

    ჩვენ თავად ვერ მივაღწევთ წარმატებას,

    გვჭირდება მითითებები.

    ჩვენი შეხვედრები იმედს გვიმტკიცებს,

    ღვთის რწმენაში გვაძლიერებს,

    აღგვძრავს, ვაკეთოთ კარგი საქმეები,

    გვაძლევს ძალებს, არ დავეცეთ.

    მაშ, შევასრულოთ იეჰოვას ნება

    და მის მითითებებს მივყვეთ.

    შეხვედრები ჭეშმარიტებისა და

    ღვთის სიყვარულს განგვიმტკიცებს.

  2. 2. იეჰოვამ იცის, თუ რა გვჭირდება.

    ყოველთვის მივყვეთ მის რჩევას.

    და თუ შეხვედრებისთვის დროს გამოვყოფთ,

    ჩვენ ვავლენთ გონიერებას.

    ღვთისმოშიში მამაკაცებისგან აქ

    ვსწავლობთ, რომ გვქონდეს ღვთის რწმენა.

    მარტო არ ვართ, რადგან გვაქვს სულიერი

    ოჯახისგან მხარდაჭერა.

    ჩვენ ველით იმ დროს, როცა კვლავ შევხვდებით

    საყვარელ ადამიანებს.

    შეხვედრებზე ვსწავლობთ, როგორ ვიცხოვროთ

    და აქ ღმერთი სიბრძნეს გვაძლევს.