არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 106

განვივითაროთ სიყვარული

განვივითაროთ სიყვარული

(1 კორინთელები 13:1–8)

  1. 1. ჩვენ ლოცვით ვთხოვთ იეჰოვა ღმერთს,

    მის ყველა თვისებას ვავლენდეთ.

    თუმც გვსურს თვისებას აღმატებულს,

    ჩვენ გულწრფელს ვავლენდეთ სიყვარულს.

    სიყვარული რომ არ გაგვაჩნდეს,

    სიბრძნე და ნიჭი არას გვარგებს.

    წრფელი სიყვარული ვისწავლოთ,

    სიტყვით და საქმით გამოვხატოთ.

  2. 2. სიყვარული უანგაროა,

    სიკეთის უშრეტი წყაროა.

    მას ბოროტება არ ახარებს,

    იესოს მსგავსად, პატიობს სხვებს.

    სიყვარული ჩვენ გვეხმარება,

    შევძლოთ მძიმე ტვირთის ტარება.

    ის ყველაფერს გაუმკლავდება,

    და არასდროს არ დამთავრდება.

(იხილეთ აგრეთვე იოან. 21:17; 1 კორ. 13:13; გალ. 6:2)