ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 112
იეჰოვა, მშვიდობის ღმერთი
-
1. ღმერთო სიყვარულის,
ერთგულების, მშვიდობის,
იეჰოვა, დაგვეხმარე,
ნაყოფს ვავლენდეთ სულის.
შენი ძის წყალობით
ვტკბებით შენთან მშვიდობით;
პატივი გვაქვს, გავიხაროთ
დღეს შენთან მეგობრობით.
-
2. წმინდა სულით ჩვენ დღეს
ვუღრმავდებით შენს აზრებს.
გვხელმძღვანელობ, მუდამ გვიცავ
და ბნელში გზას გვინათებ.
იმ დრომდე, სანამ შენ
მოსპობ შიშს, შეწყვეტ ომებს.
გთხოვთ, გვიკურთხე ძალისხმევა
გვსურს, რომ მშვიდობა გვქონდეს.
-
3. ვინც გიყვარს, შენ მათ კრებ
ზეცაში თუ მიწაზე.
შენი სულით ერთიანნი
სამეფოზე ვაუწყებთ.
ომს ბოლოს მოუღებს
შენი სამეფო მალე.
და მშვიდობით თავმდაბლები
მარადჟამს გავიხარებთ.
(იხილეთ აგრეთვე ფსალმ. 4:8; ფილ. 4:6, 7; 1 თეს. 5:23)