არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 114

მოითმინეთ

მოითმინეთ

(იაკობი 5:8)

  1. 1. უზენაესი ღმერთი

    თავის წმინდა სახელს განწმენდს.

    ბრალდებებს უსამართლოს

    საბოლოოდ მოაშორებს.

    არაერთ თაობაში

    ავლენს ის მოთმინებას,

    გვეპყრობა სიყვარულით,

    არასდროს იღლება.

    იეჰოვა ღმერთს სურს, რომ

    მისგან ხსნა მიიღოს ყველამ.

    ამაო არ იქნება

    მისი დიდი მოთმინება.

  2. 2. ღვთის გზაზე ჩვენ რომ დავრჩეთ,

    დღეს მოთმინება გვჭირდება.

    ის რისხვისგან დაგვიცავს,

    სიმშვიდე დაგვეუფლება.

    მოთმინების წყალობით

    სხვებში კარგს დავინახავთ

    და სირთულეების დროს

    სიბრძნეს არ დავკარგავთ.

    ჩვენ გვაძლევს წმინდა სული

    დიდი მოთმინების ძალას,

    თუ ვავლენთ ამ თვისებას,

    ვბაძავთ ჩვენს ზეციერ მამას.