არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 117

ყოველივე კარგი

ყოველივე კარგი

(2 მატიანე 6:41)

  1. 1. ჩვენო მამავ, იეჰოვა,

    შენგან ვართ კურთხეულნი.

    შენ სიკარგეს მუდამ ავლენ,

    ხარ წმინდა და ერთგული.

    შენ იმაზე მეტად გვწყალობ,

    ვიდრე ვიმსახურებთ ჩვენ.

    შენ ხარ ღირსი, სიხარულით

    თაყვანი გცეთ ყოველდღე.

  2. 2. შენს სიკარგეს ირეკლავს დღეს

    შენი ხალხი რჩეული.

    ამას ამტკიცებენ საქმით

    და მსახურობენ გულით.

    კარგი ნაყოფი გამოაქვთ

    მწყემსებს შენგან განსწავლულს.

    გთხოვთ, მოგვეცი წმინდა სული,

    კარგის კეთება ჩვენ გვსურს.

  3. 3. ჩვენი კარგი საქმეები

    მამავ, გვიკურთხე, შენ გთხოვთ.

    გვსურს, რომ გვიყვარდეს და-ძმები,

    სიკეთე გავუკეთოთ.

    გვსურს, რომ კარგად ვექცეოდეთ

    მუდამ უკლებლივ ყველას.

    შენი სული დაგვახმარე,

    რომ სულ ვაკეთებდეთ კარგს.