არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 121

გვჭირდება თავშეკავება

გვჭირდება თავშეკავება

(რომაელები 7:14–25)

  1. 1. გვმართებს, ვავლენდეთ თავშეკავებას,

    რადგან იეჰოვა ჩვენ გულით გვიყვარს.

    ხორციელ სურვილს ტკივილი სდევს,

    თუ ვივლით სულით, ეს გვაცოცხლებს.

  2. 2. ყოველდღე ვხვდებით სატანის ხრიკებს,

    ჩვენში მყოფი ცოდვაც ცდუნებას იწვევს;

    ვმადლობთ ღმერთს, რომ ის სიბრძნეს გვაძლევს.

    ღვთის სიტყვა ცოდვას ჩვენ გვარიდებს.

  3. 3. სიტყვით და საქმით ღვთის სახელს ვამკობთ,

    გვსურს, ბრალი ჩვენ არ დაგვედოს არასდროს.

    მაშ, ყველამ მიზნად დავისახოთ,

    რომ თავშეკავება ვისწავლოთ.

(იხილეთ აგრეთვე 1 კორ. 9:25; გალ. 5:23; 2 პეტ. 1:6)