ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 124
მუდამ ერთგულები
-
1. იეჰოვას ერთგულები
ვავლენთ ურყევ სიყვარულს,
ვიცოდეთ ღვთის ბრძანებები,
ეს მასზე მიძღვნილ ხალხს გვსურს.
მის რჩევებს და მითითებებს
დიდი სიკეთე მოაქვს.
რადგან ღმერთი ერთგულია,
ყოველთვის მივენდოთ მას.
-
2. ერთგულნი ვართ ჩვენი ძმების,
მათ გვერდით ვდგავართ რთულ დროს,
გვაქვს ნდობა და სიტყვით, საქმით
გვსურს, რომ მათზე ვიზრუნოთ.
გულით გვიყვარს ერთმანეთი,
მუდამ პატივს ვცემთ და-ძმებს.
ვართ ჩვენ მათი ერთგულები,
დრო უფრო გვაახლოებს.
-
3. ერთგულებას ვავლენთ, როცა
ძმები გვიჩვენებენ გზას.
თუ გვაძლევენ მითითებას,
ერთგულად მივყვებით მას.
შედეგად, ჩვენ იეჰოვა
მოგვცემს ძალას, გვაკურთხებს.
და თუ ვართ ჩვენ ღვთის ერთგულნი,
ღმერთი დაგვიახლოებს.
(იხილეთ აგრეთვე ფსალმ. 149:1; 1 ტიმ. 2:8; ებრ. 13:17)