არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 125

„ბედნიერნი არიან გულმოწყალენი!“

„ბედნიერნი არიან გულმოწყალენი!“

(მათე 5:7)

  1. 1. ჩვენს ბედნიერ ღმერთს, მოწყალეს

    წყალობის ქმნა სიამოვნებს.

    ახარებს კარგის კეთება,

    უხვად გვაძლევს, რაც გვჭირდება.

    ვინც ინანიებს, სწყალობს მას

    და ისმენს ვედრებას მისას.

    მტვერი რომ ვართ, ეს ახსოვს ღმერთს

    და გულმოწყალებას ავლენს.

  2. 2. ვწუხთ ძლიერ, თუ ჩვენ შევცოდეთ

    და პატიებას შევთხოვთ ღმერთს.

    ქრისტემ გვასწავლა, ლოცვის დროს

    ღმერთს წყალობა როგორ ვთხოვოთ:

    მოვალეს რაკი ვპატიობთ,

    ჩვენც გვაპატიე, ამას გთხოვთ.

    თუ გულში წყენას არ ვტოვებთ,

    ჩვენ სულის სიმშვიდეს ვპოვებთ.

  3. 3. როდესაც ვწყალობთ დაჩაგრულს,

    გაცემის სულით ვუთბობთ გულს.

    ვექცევით უანგაროდ სხვებს,

    რაც მათ სიხარულს ანიჭებს.

    ჩვენ ღმერთი არ დაგვივიწყებს,

    წყალობისთვის ის გვაკურთხებს.

    გულმოწყალენი უყვარს ღმერთს,

    ღვთის ხალხს ეს აბედნიერებს.

(იხილეთ აგრეთვე მათ. 6:2–4, 12–14)