ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 126
იფხიზლეთ, განმტკიცდით, გაძლიერდით!
-
1. იფხიზლეთ და გაძლიერდით,
მუდამ მტკიცედ იდექით,
იყავით გაბედულები,
დრო მოდის გამარჯვების.
ქრისტეს მითითებებს ვასრულებთ,
მასთან ერთად ყველა ვართ მტკიცედ.
(ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)
იფხიზლეთ, მუდამ გაძლიერდით!
ბოლომდე მოითმინეთ!
-
2. იფხიზლეთ, დარჩით მტკიცენი,
მორჩილები იყავით,
ქრისტეს რჩევებს მოუსმინეთ,
მონის მიერ რომ გაწვდით.
კრების უხუცესებს უსმინეთ,
რადგან იცავენ იესოს „ცხვრებს“.
(ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)
იფხიზლეთ, მუდამ გაძლიერდით!
ბოლომდე მოითმინეთ!
-
3. მოდი, მხარდამხარ ჩვენ კვლავაც
ყველას ღვთის ცნობა ვამცნოთ.
თუმცა გვებრძვიან დღეს მტრები,
ბოლომდე ვიქადაგოთ.
მოახლოვდა იეჰოვას დღე.
ღმერთი ყველამ ერთხმად ადიდეთ!
(ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)
იფხიზლეთ, მუდამ გაძლიერდით!
ბოლომდე მოითმინეთ!
(იხილეთ აგრეთვე მათ. 24:13; ებრ. 13:7, 17; 1 პეტ. 5:8)