არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 136

იეჰოვასგან „სრულ საზღაურს“ მიიღებთ

იეჰოვასგან „სრულ საზღაურს“ მიიღებთ

(რუთი 2:12)

  1. 1. იეჰოვა კარგად იცნობს ყველას, ვინც

    მას ემსახურება გულით.

    ზოგჯერ ღვთისთვის მსხვერპლს იღებენ, რათა მას

    დაუმტკიცონ სიყვარული.

    თუ რწმენის გამო გიწევთ, რომ დატოვოთ

    მეგობრები ან ოჯახი,

    ღმერთი დანაკლისს აგინაზღაურებთ

    თქვენ ახლაც და მომავალშიც.

    (მისამღერი)

    დაე, მიიღოთ იეჰოვასგან

    სრული საზღაური ამ მსხვერპლისთვის,

    და პოვოთ ერთგული ღვთის ფრთებქვეშ

    თქვენ მშვიდი და თბილი თავშესაფარი.

  2. 2. დროდადრო გვიპყრობს მშფოთვარე ფიქრები

    და დარდი სიხარულს გვართმევს.

    ზოგჯერ ყოველდღიური საზრუნავი

    ჩვენ გვფიტავს და გვაცლის ძალებს.

    ნუგეშის ღმერთი ხედავს ჩვენს გასაჭირს

    და ჩვენს ლოცვებს მუდამ ისმენს.

    წმინდა სულით, სიტყვით და მეგობრებით

    მზრუნველობას არ მოგვაკლებს.

    (მისამღერი)

    დაე, მიიღოთ იეჰოვასგან

    სრული საზღაური ამ მსხვერპლისთვის,

    და პოვოთ ერთგული ღვთის ფრთებქვეშ

    თქვენ მშვიდი და თბილი თავშესაფარი.

(იხილეთ აგრეთვე მსაჯ. 11:38–40; ეს. 41:10)