არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 143

იფხიზლეთ, იშრომეთ და დაელოდეთ

იფხიზლეთ, იშრომეთ და დაელოდეთ

(რომაელები 8:20–25)

  1. 1. იეჰოვა თავად ადგენს

    ყველაფრისთვის დროს და ვადებს.

    და ნიშნებიც ცხადყოფს, მალე

    ის განწმენდს თავის სახელს.

    (მისამღერი)

    მუდამ იფხიზლეთ, ბევრი იშრომეთ,

    სიხარულით დაელოდეთ

    ღვთისგან აღთქმულ სიცოცხლეს.

  2. 2. დრო დადგენილი აქვს ჩვენს ღმერთს.

    ღვთის ძე შეებრძოლება მტრებს.

    მათ ბასრი მახვილით დასცემს,

    ბრძოლაში გაიმარჯვებს.

    (მისამღერი)

    მუდამ იფხიზლეთ, ბევრი იშრომეთ,

    სიხარულით დაელოდეთ

    ღვთისგან აღთქმულ სიცოცხლეს.

  3. 3. დღეს ქმნილება მწარედ ოხრავს.

    მაგრამ ჩვენ ველით მშვიდობას.

    იეჰოვას დღე ახლოა,

    ის გაგვათავისუფლებს.

    (მისამღერი)

    მუდამ იფხიზლეთ, ბევრი იშრომეთ,

    სიხარულით დაელოდეთ

    ღვთისგან აღთქმულ სიცოცხლეს.

(იხილეთ აგრეთვე მათ. 25:13; ლუკ. 12:36)